წინასაარჩევნო დაწყებული გამოკითხვები გრძელდება. დღეს კითხვებს უკრაინაში კიდევ ორმა მებრძოლმა და ბიზნესმენმა იმედა იმედაშვილმა უპასუხეს. იმედაშვილი სუს-ში გამოჰკითხეს, მებრძოლები - ლაშა რუხაია და კონსტანტინე ჯღამაია კი მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასთანხმდნენ პასუხების გაცემას. სუს-მა გამოძიებას საიდუმლო გრიფი დაადო, თუმცა ირკვევა, რომ სუსი დაინტერესებულია გამოკითხულების ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის - იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან კავშირებით. ხელისუფლების პროპაგანდა ამ გამოძიებას ჩვეულ შეთქმულების თეორიებს უკავშირებს; - ლაპარაკობს სახელმწიფო გადატრიალებისა თუ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობებზე. მსგავსი შეთქმულების რიტორიკით გამოძიებები ხელისუფლებას წინა სხვა არჩევნების კონტექსტშიც აქვს დაწყებული, თუმცა არცერთი გამოუძიებია.
მორიგი "ტერორიზმის" საქმე წინასაარჩევნოდ
25 ივლ 202420:02
3 წუთის საკითხავი